↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე სადღაც ვდგავარ

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3939 ნახვა

—
მე სადღაც ვდგავარ მთლიანი და მარტოსული,ვდგავარ, თვალს ვადევნებ გარემოს.ჩემი ყოველდღიურობა იქედანაა წამოსულიცალკეულ კადრად და ჟანრად.ამჟამად ერთი კადრი ვარ, უფრო პროზაულიდა ლირიკადაცლილი.შუბლზე ნაოჭები მეხაზება და მგონია,ჭკუა მემატება.სანამდე უნდა ვიყო სულელი,სანამდე უნდა ვიცქირო თვალისმოჭუტვითდა დამცინავი ალეგორიებით?!ის მთლიანი კი თითქმის ხელშეუხებელია,ვსესხულობ და ვსესხულობ ჩემს თითო სურათს,ძალიან პატარებს, უჯიშო მცენარის ფოთლის ტოლებსდა მიმეხვეტება ქარი სხვებთან ერთად საკორიანტელოს.ვსესხულობ და ვსესხულობ!ერთ დღეს სესხების თავიც არ მექნებადა ისე გამაქანებენ მახლობელ სასაფლაოზეახალგაზრდა ფოთლები,გულის წყვეტასაც ვერ მოვასწრებ,ჩემი მთლიანობის დაუნახაობის გამო.

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი