↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორც ბოლოს გამოირკვა

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20043 ნახვა

—
როგორც ბოლოს გამოირკვა - დებულების თანახმად,ყველაფერში უნდა ვიყო დებილების თანახმა!მონაა თუ თანამონა, ყმა არის თუ თანაყმა,ყველაფერში უნდა ვიყო ყმის და მონის თანახმა!თან - ცაში და თან - მიწაზე, თან - დაღმა და თან - აღმა,
სადაც უნდა ვიყო, ვიყო უნდა მათი თანახმა!რო გავჩუმდი, როგორ ფიქრობ - მე არ მქონდა განა ხმა?მაგრამ რა ვქნა! - უნდა ვიყო მეც ყველაფრის თანახმა!ბოღმამ ტვინი შემიშუპა, დარდმა გული დანაღმა!თანახმა ვარ! კი ბატონო!თანახმა ვარ!თა-ნა-ხმა!
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი