↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დათუნას

ბედოშვილი ლია

2026-07-181 წთ საკითხავი786 ნახვა

—
შვილო, ჩოქვითა და უცრემლოდდედა გევედრება პატიებას,პოეტად დაბადება წყევლაა დასიცოცხლის სიცოცხლეში დატირება.ვაი, სიმწარეში გამოზრდილო,ხორცის და მდუღარის ნაგლეჯო,გიტოვებ დაფლეთილ საქართველოს,სისხლში გაბანილ შავლეგოს...სიალ-სიმართლეს უბრალოს დაბრალიან ღალატის სიმწარეს,ლამაზი ქალის დვრინი იცან,უგლოვ-უთავშლო ცის ნამი...სანათასავით სანთელს ვანთებ,დაუმარხავ ძვლებს დავტირი,ბედკრული მიწის სისხლი გვმართებს,რისხვად დგას მცხეთა და შატილი...ვერ შევიძელ, ვერ ვითამარე,ფრთას ვათრევ დაჭრილი არწივის,ჯავრი ჩამლევს და თბილ სამარესცრემლი გადარეცხს ქარ-წვიმის...შვილო, სიმწარეში გამოზრდილო,ხორცის და მდუღარის ნაგლეჯო,შენი საჯილდაო უნდა ზიდო,შენი სისხლიანი შავლეგო!
ბედოშვილი ლია

ბედოშვილი ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი