პოეზია · ლირიკა
მეტეხის ტაძარს
სულიერ მამასა და მოძღვარს, მამა აკაკისნაწამებ ტაძარს მეტეხისასვუგალობ გზნებით...ეჰა, დიდება შენს სიწმინდესდა ძალას ღვთიურს...მიწიდან ცამდე ელვარესდა ლოცვად აღერილსგიმღერებს ლექსიპოეტის და მლოცველის შენის...წმინდა არს ტინი,რომელშიდაც ფესვებგამდგარიბერმუხას ჰგავხარ,გადამწვარს და უწყალოდ ნაჩეხს,მტკვარი წითელი ჩამოივლის,ჩამოატარებსქართველთა თავებს,იესოსთვის ნაგვემ-ნაწამებს...ჯურღმულებიდან ისმის კვნესაშეთქმულ ვაჟკაცთა,რომელთა გულშიც სიყვარულმასაღვთოდ იალა,რამდენის ტუჩი გასისხლდა დალოყა გაბაცდა,რამდენმა ქალმა უფსკრულისკენჩაიშრიალა...წმინდა არს ყოვლი ქვაკუთხედიშენის ტანისადა გუმბათს შენსას მზე კი არა,ღვთის მადლი დასდის,თუმცაღა `ქართლის ცხოვრებაი”ისევ განისლდა,კვლავაც წყალობით აივსებაღვთისმშობლის თასი...აქ წყაროც ტირის,ცრემლებია ჩვენის უფლისა,ლოცვად გვეძახის მყუდროებაწმინდა ალაგის,დასთმეთ გნიასი ცრუ, ამაოწუთისოფლისა,დატოვეთ წვირი აღრენილი,ავი ქალაქის;ემთხვიეთ კედლებს ხავსმოდებულს,დაკოჟრილს, დაღლილს,ჯვარცმული ღმერთის სისხლი,ხორცი გაიზიარეთ.გუმბათს ტაძრისას მზე კი არა,ღვთის მადლი დასდის,ჯერ დაიჩოქეთ ჯვარ-ხატთან დამერმე იარეთ!ლოცვად გვეძახის მყუდროებაწმინდა ალაგის,აქ წყაროც ტირის,ცრემლებია ჩვენის უფლისა,თავისუფლება ქარვასლებისჭუჭყში არა ღირს,თავისუფლება ტარებაასაღვთო უღლისა!და მღერის ყოვლი ქვაკუთხედიშენის ტანისა,გუმბათს აღერილსმზე კი არა,ღვთის მადლი დასდის,თუმცაღა `ქართლის ცხოვრებაი”ისევ განისლდა,კვლავაც წყალობით აივსებაღვთისმშობლის თასი...