↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველი პანკი

ბედოშვილი ლია

2026-07-181 წთ საკითხავი792 ნახვა

—
ოცი წლის გიორგისსამშობლო არა აქვს,არ უნდა სახელი და ძეგლი,მქონიარეთა ქონიან მარაქასირეკლავს სიცივის ქერცლით...ოცი წლის გიორგისოცნება მოუკლეს,ოცი წლის გიორგიგაურბის სანათლოს,ამოვა მთვარე დახორკლებს ამოჰყრის,ლანდები მართავენმარათონს...ცოცხალი მკვდრებითსავსეა ქალაქი,ლეშის სუნია,სულების ხრჩოლვა,რეკლამა ფერადობს`ვირტუოზ დალაქის”მეძავი გვიღიმისმორცხვად...ორშაბათობითქვეყნის პრეზიდენტიგვჩუქნისჰოლივუდის ღიმილს,მერე მკერდმაღალისინდი კროუფორდიგვაშტერებსშეხსნილი ღილით...ოცი წლის გიორგიარ არის დისიდენტი,უყვარს ჰარდროკიდა ქანთრი,ფეხებზე კიდიაქართლის მძიმე ხვედრი,უიმედობით აცრილს...ცოცხალი მკვდრებითსავსეა ქალაქი,ლეშის სუნია,სულების ხრჩოლვა,კარგი ტონიაუმი სალათი,და სექსუალური ლტოლვა...მღერის გიორგი დაგაურბის სანათლოს,ლაპლაპებსსიცივის ქერცლი,ხანდახან ენატრებაპური და სალამი,და ნაიარევიღმერთი!
ბედოშვილი ლია

ბედოშვილი ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი