↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასე თავდება ჩემი ცხოვრება

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10104 ნახვა

—
ასე თავდება ჩემი ცხოვრება,იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.მწყურია ზეცის გამოთხოვება,მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.
მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,ვწევარ და მინდა გავიდე ველად,ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,კივის და თითქოს თხოულობს შველას.
სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,ქსელში გავები, როგორც ობობა.მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,ეს ისევ კამოს სავადმყოფოა.8
ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს,თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო.მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო,მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი