↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მოგიკვდა დედა"

ბედოშვილი ლია

2026-07-181 წთ საკითხავი806 ნახვა

—
ჩემს დათუნას,ჩემს ნაბოლარას.მოგიკვდა დედა,ვაჟი მამით არის ამაყი,გაილანდება ჩუმი დარდი,გარჩება სევდად...ცხოვრებამ, შვილო,გვარიანი სილა გამარტყა,როცა მიხვდებიქლესურ ღიმილს დაქვეშ-ქვეშ ხედვას,არ ჰკითხო მამასსომხის ქალზე დაგვირისტებულს,რად გვიღალატა,რად გაგვყიდა ოცდაათ ვერცხლად.არ ჰკითხო მამას,რამდენი ღირს სვინდის-ნამუსი,სისხლი ქართულიპოეტისგან ნაწური ლექსად,მოგიკვდა დედა,არ უხსენო იესო ღმერთად,არაფერი სწამს,ქვიშაზე ხნავს, ქვიშაზე თესავს...არ უთხრა, არა,დაგვარჩინა ქვეყნადრა ძალამ,რომ არ ეგებისუქონელთა ბედით ანცობა,არ გამთქვა, შვილო,როცა ბოდვა გახურავს ჩალად,უკაცურ კაცთანრა ძნელია დედაკაცობა...მშიერ-მწყურვალიგარჩენილი ცეცხლს და წყალს შუა,სამს გზრდით იმედად,რომ ქვეყანას სხივიშევმატო,წუთისოფელი არც ისეთიბრმაა და ყრუა,ერთხელაც ალბათ ფქვილსმოგვცემს და წაიღებსქატოს,გიტოვებთ სახელს,პოეტობა სახელი თუა,ჟამი მოვა და შევეყრებიჭეშმარიტ ბატონს!
ბედოშვილი ლია

ბედოშვილი ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი