↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადგილის დედის მონატრება

მედულაშვილი ზეზვა

2001-07-121 წთ საკითხავი622 ნახვა

—
თვალს მიცემს ჩემი სავენახეთი,აგრემც მოვუკვდე, ვეღარ დავხედე.კაი ხანია, ჩემი კახეთიგემოზე ვეღარ მოვიკახეთე.კაი ხანია, სევდით მორჩილითშევიტკბე ჟანგი, მტვერი, ნეონიდა მახრჩობს გულზე ჯავრად მოჯრილივერმოგებული სანაძლეონი.კი, ჩემი თავი ენაცვლოს შოთას,პუშკინს, ნიზამის, რაბლეს თუ ლი ბოს.მაგრამ დღეს გულისხვაგვარად შფოთავს,მონატრებული მშობლიურ ლიბოს.ვენაცვლე სხვათაც _ ხაიამს, დანტეს,პელეს, პიკასოს, ტალს თუ კარუზოს,მაგრამ ეს გული შარაზე დავდე,გავხადე ქვეყნის სატარტაროზოდ.შორს კი საზღაპროდ ღუის ბუხარი,პაპას ულვაშზე კვამლი კიდია,სარკმელში მოსჩანს ბლის ხე მწუხარიდა წეროები სამხრით მიდიან.დამდევს სიზმარში პატარა სახლიდა გაღრეცილი ლასტის ჭიშკარი,ძველი ბეღელი და ბეღლის მაღლითგაჭენებული ცაზე ცისკარი.ოჰ, ის კისკასი პატარა ბიჭი,თუშური ქუდით პეპლის მდევარი!ოჰ! მოტეხილი იმისი კიჭი,ოჰ, მოპარული ყურძნის მტევანი!გარდახდა ჟამი, იძალეს წლებმა,ახლა ყოველი უკვე შორს Oარი,ძნელდება დროსთან ხელდახელ შებმა, _`მოდის ყიჟინით, როგორც კორსარი!~და მაინც გული გულობას ჰბედავს,ბალღობის მადლით ნათელმოსილი,მე ჩემ საყვარელ ადგილის დედას,ვერ მოვშორდები ანთეოსივით.მეძახის კვლავაც პატარა სახლი,ჩემი ოცნების თავშესაფარი,შორით ციმციმებს, მიხმობს და დაღლილსულში შემოდის, როგორც ზღაპარი.

მედულაშვილი ზეზვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი