პოეზია · ლირიკა
წერილი სიყრმის მეგობარს სოფელში
`შუაღამეა, შემოემარცვლა,ჩამოეთვალა ყინულს მძივები,ერთი სიზმარი მაქვს სანახავი,თორემ ეხლაც არ დავიძინებდი~ასკემოჩვენ აპრილებმა მოგვინარეკლეს,კახეთის ცამ და ვარსკვლავთ მწყემსობამ,მზეს ვადიდებდით ცვარში არეკლილსდა ბალახების ენა გვესმოდა.არ მოგვაკლებდა ლექსის საფანელსვაზის ცრემლი თუ ატმის რტოები,ნოემბრის ბურს და იანვრის ფანტელსმოსდევდნენ ჭრელი აგვისტოები.ხანა გვცეცხლავდა ცისკრის ცახცახი,ხან ობლის სევდა, გაუმხელელი,ვერდაბრუნებულ მამილოს სახედა ნაჯაფარი დედის ხელები.ხანაც იისფრად იშვებდა სული,მოსთქვამდა ნაზი ტრფობის ებანი,სულს გვიშფოთებდა თეთრი ასულიდა ალისფერი მოგონებანი.მაგრამ... მზეჭრელში ფერთა თამაშით,სიზმრებს შეერთო ჩვენი მიზნებიდა ცხრათა ძმათა დაი ლამაზიდევთაგან ვერა, ვერ დავიხსენით.არ ვთქვათ: `თევზივით რიყეზე შევრჩით!~–ჯერ ხომ მზე მაინც ღუის ვარდივით,ჯერ ხომ გვაფეთებს ღრუბელთა ტევრშიმთვარე ყაჩაღად გამოვარდნილი.ჯერ ხომ გვახარებს მზის პირის ბანადა ცისარტყელა ფარშევანგული,ჩვენი ლამაზი სოფელ-ქვეყანამიმინოსავით მხარშემართული!მაშ, ნუღა შეგვძრავს სევდა ფარული,გულს ნაღვლის ხიჭვი ნუ დაგვესობა,ჯერ ხომ კიდევ გვწვავს იმ სიყვარულის,მზისა და ლექსის უმაღლესობა!ერთურთს ვახაროთ რწმენა ახალი,რომ ვიძინებდეთ ერთი იმედით:`ერთი სიზმარი მაქვს სანახავი.თორემ ეხლაც არ დავიძინებდი~.