↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე მინდორში

მედულაშვილი ზეზვა

2001-07-122 წთ საკითხავი626 ნახვა

—
ფეხი ჩაუცდა ქარაფშიმზეს სამყაროის აეშაგს,სისხლის ცრემლებით ტიროდა,დაისი ჰგავდა კაეშანს...და ბინდი გორაკებიდანოლისპირებზე დაეშვა.თიბვას მოვრჩი და საღამოცშემომეპარა ვით რული.ცა დაემგვანა სპარსულ ნოხს –სხივშეოჭვილი, მდიდრული...სოფლისკენ გამოვეშურე,მათრობს ეს ღამე მინდვრული.თვალს ჩამიკუჭავს ვარსკვლავი, –მესაყვარლება თუ მრისხავს?როგორ მომნახა მიწაზე,ვით შემამჩნია მწუხრის ხანს.ალბათ, რომ შევტრფი, მიმიხვდა,გაიგო, გაიგულისხმა.ჯერ მბნედავს მისი კრიალი,ახლა – ბალახის სურნელი,თიბათვის ღამის შიკრიკი –ნიავი მოჰქრის სულ ნელი.ჩემ შორიახლოს, ოლედანშინ მიჭრიალებს ურემი:ბედს რომ დამპირდნენ, აქედანწასვლას არ მოვისურვებდი.მიდის ნიკორას სიზანტითურემი თივანადები.შე დალოცვილო, ვარსკვლავო,მეურმეს მიანათებდი!მეურმევ, ხარიმც გაგიწევს,გადაგვიშალე დარდები!გასახარელიც ხომა გაქვს,სევდაც გექნება რამდენი!დაიბუბუნებს ურმული,გაეკიდება ვარსკვლავებს, –გედი დაეცა დაჭრილი,თუ ეს მინდორი კანკალებს!მე ამ ურმულმა გამზარდადა გრძნობას ის მიანკარებს.ვისმენ და გამაჟრიალებს, –გულმა რა გაიხალისა!მეურმის ღუღუნს ავყევი(მეც ავმღერდები ხანდისხან),მივყვები ყანის ნაპირებს,ნაჩლიქარს სურმა ხარისას.დავლანდე ჩემი სოფელი,მაგრამ შინ წასვლა არ მინდა.გულმა გაგლიჯა, გასწია,გალაღდა, გაიამინდა,გადაჰყვა მწყერის ჭუკჭუკსადა ვარკვლავებთან აფრინდა.ო, ამ დუმილში ჩამძირა,მომასმენინა ურმული,ზედ მაცვიოდეს ვარსკვლავი –მინათოს ჩამობურული, –არც მინდა თქვენი დიდება,არც თავზე დაფნის ბულული!შინ რა წამიყვანს! ამ ღამესაქ, მუხის ძირას გავათევ!ო, მშობლიურო ველებო,მაგ თბილი სუნთქვით გამათბეთ,სიოვ, შენ დამინანავე,ვარსკვლავო, გადმომანათე!

მედულაშვილი ზეზვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი