↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "პაემანს გინიშნავ სიზმარში"

ლოგუა ზურაბ

2009-09-121 წთ საკითხავი340 ნახვა

—
პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.მსოფლიო ქალაქის უსაზღვრო მხარეშიმანძილს ვეღარ ვგრძნობ,ტუჩები ახლოა,მომაკვდავ გრძნობებთან არ მიწევს თარეშიდა არც ვკითხულობ, მითხარით რა დროა.სიზმარში მშვენებამ დამალვა არ იცის,მზერით სხეულის საფარველს გაგიქრობ,სურვილის ახდენას ვერავინ დამიშლისდა ნისლის ბაღში უსიტყვოდ გამიცნობ.ვიცეკვებთ სიგიჟეს ოქროსფერ ფოთლებზე,ჭადართა ორკესტრსმოვუკლავთ დირიჟორს,მოჰყვება არავინ ჩვენებურ ომებზე,დროის თვალებში სიმუნჯემ იკვირტოს.დავტოვებთ ცხოვრების მწვალებელ აკორდებს,ცას სათითაოდ ყველა სხივს მოვპარავთ,დაბნეულ სამყაროს ფარანი ართობდეს,ჩვენ კი სიზმარში თავად მზეს მოვქარგავთ.პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.

ლოგუა ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი