↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "სიშორის ხატზე"

ლოგუა ზურაბ

2009-09-121 წთ საკითხავი333 ნახვა

—
სიშორის ხატზე არ ლოცულობსთქვენი სხეული,ანგელოზებთან შესახვედრადმიჰყვებით ნიავს,თან ისე მიგაქვთ ჩემი სითბო,ბედს არ ვემდური,წადით, იცხოვრეთ იმ სივრცეში,სადაც გიცდიან.ღამის ქუჩებში კვლავ ავანთებოცნების ფარნებს,რახან გიგრძენით, ვეღარ ვიტყვი _უკვალოდ გაქრა,ოღონდ სურნელიიასამნის ტუჩებზე დაგრჩეთდა მარტოობის ბილიკებზეცგავივლი ლანდთან.ცოდვილ ხელებითცისარტყელას მოგიქსოვთ თავშლად,შავი ზღვის ფარჩას შეგიკერავთოქროს სხივებით,თქვენი დაკარგვა ჩემს ფიქრებშიწამითაც არ სჩანსდა ნისლის ბაღში ერთმანეთზეტკბილად ვიღვრებით.მთვარის ჰამაკზე ისევ გვძინავსმშვიდი სიზმრებით,მზის საგალობლითგვანებივრებს ვარსკვლავთა ქორო,ვიცი, აწმყოსთან არდათმობითჩამოვიშლები,მოვდივარ თქვენთანდა ეს გრძნობა ძალიან მომწონს.

ლოგუა ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი