↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი

ქვლივიძე მიხეილ

2026-07-182 წთ საკითხავი5519 ნახვა

—
განაბულ თვალებში — ფოცხვერის სიფიცხე,ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე —„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს?ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა,რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!საქმეა — ცხოვრების თარგი და ხარისხიდა ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნითყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!...
ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება,ხან ბრძენი, ხანაც კი — ყოვლად უმეცარი.გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცსდა კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს,ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელსვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები,ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?..თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ,მენდეთ და მომყევითდა მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!
მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია,კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!),ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარდა მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია,როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?!დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა,საქმეა,საქმეა მთავარი!..
ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი,არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე...მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი„ავანტიურისტი“ მიხეილ ქვლივიძე!
ქვლივიძე მიხეილ

ქვლივიძე მიხეილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი