პოეზია · ლირიკა
ვაპირებ ცხოვრებას
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,რამდენი ხანია, რამდენი ხანია,ყოველდღე,ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!
ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგასაშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,შაქარყინულივით თითებში ჩამადნაბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.
ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლედა ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...
ო, ღმერთო! როდემდე,როდემდეროდემდე...გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,გაუხარებელი ყიჟინით მომდევენაუცხადებელი ჩემი იმედები...
და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადებადა გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...სიცოცხლე თავდება!სიცოცხლე თავდება,მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!