პოეზია · ლირიკა
თბილისური ელეგია
თემიკო ჩირგაძეს
ნაწვიმარია. მთაწმინდაზე თეთრი ნისლიწევს.ჯერ არ გამშრალა ქვაფენილზე სველი ლაქები.ქუჩაში მიდის მამაჩემი, გოგი ქვლივიძე —ერთ დროს ცნობილი ინჟინერი დაქალაქელი.მას ძველმოდური, გაცრეცილი პალტოაცვია,ჭაღარა თავზე ქალაქური „კარტუზი“ხურავს,მიდის ქუჩაში მარტოხელა ბერიკაცი დაჰგავს უცხო სახლში ალალბედადმოხვედრილ სტუმარს...მახსოვს, მოსკოვში გამოგზავნილ წერილში მწერდა:„ვერა გავუგე ვერაფერი ახალ ცხოვრებას,გადავიღალე ჭიდაობით ავბედით წლებთანდა ვგრძნობ აშკარად დასასრულის მოახლოებას!თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურადათ-წესს ვნატრობდა აღარ მესმის — ვინ ვინ არის, ან მე ვინა ვარ...გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექიმარტოდა იცი, ერთმა ნაცნობმაც არ გამოიარა!...ეტყობა, ჩემი დრო წასულა, არ ვარ საჭირო,უკანასკნელი, ქალაქს შევრჩი, როგორც მძევალიდა მის ქუჩებში დღეს რომ სადმე ფეხიგავჭიმო,კაცი არ იტყვის: „ეს ხომ გოგი ქვლივიძე არი!“არადა, შვილო, ნუ ჩამითვლი ამ სიტყვებსკვეხნად, —დრო იყო, ქალაქს ამშვენებდა ჩემი კაცობა...“
........................მამაჩემივით, რუსთაველზე მე ვდგავარ ეხლადა ვუცდი — იქნებ გაიაროს ვინმე ნაცნობმა.