↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კალოობა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13543 ნახვა

—
კალოობაა, მინდვრებზე ყანააღარ შრიალებს, აღარ ბობოქრობს.ურმეულებად დაუდგამთ ძნები,ცხრათვალა მზეზე პრიალებს ოქრო.
ეფიცხებიან მზეს თავთავები,მზეც, თავთავებიც არის ყვითელი,ბერიკაცები კალოს უვლიან,უქცევენ ნიჩბით და ორთითებით.
კევრზე ზის ბიჭი მოქნილი სახრით,არ მოუხუჭავს თვალი წუხილის,განთიადიდან მის ჯიღა ხარებსხალისით დააქვთ მძიმე უღელი.
კევრქვეშ იშლება მწიფე თავთავი,სოფლის ბარაქას უცინის ყველა,ისმის სიმღერა, ისმის ღიღინი -ხან კალოური, ხან ოროველა!
ხოლო როდესაც მზე გადიხრება,შემოუქროლებს ბზეს ზენაქარი,რომ გააგონოს კალოს და საბძელსხალისიანი ხვავის ხარახრაი.
1945 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი