↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იცოდე

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
მე რუსთაველზე შენს მძებნელსრამდენჯერ დამღამებია,შენთვის უთქმელი ლექსებიმითქვამს და გამხარებია.არ გითქვამს, შენსკენ მოვქროდი,წამი არ დამხანებია.
იცოდე, ისმე ვიყავი,ჩრდილი რომ აგდევნებია.შენი ღიმილის ძებნაშირამდენჯერ დამთენებია.
გიყვარდი თუ არ გიყვარდი -სულაც არ მინდა ვიცოდე,იცოდე, დროა, იცოდე,თუ ვცოცხლობ, შენით ვიცოცხლე!
იცოდე, როცა მაგ თვალთალახვრები დამძგერებია,გული ჯავრისგან მოკლულიანაზდად ამძგერებია.რამდენიც შემოგიხედავს,სიცოცხლე გამგრძელებია!
1957 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი