პოეზია · ლირიკა
იუდას მონოლოგი
მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი,და თქვა იესომ: `მამლის მესამე დაყივლებამდე,ერთი თქვენგანი მიღალატებსო...~`მიღალატებსო?~ და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,თითქო სუფრაზე უცებ დაგვესწროთვით ანგარება და პირფერობა...ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,დასთამაშებდა პირზე ღიმილი დამწიფდებოდა ღალატის მსგავსად,ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.იწურებოდა დათქმული ვადა.და დაიყივლა ერთხელ მამალმადა ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.მერე მოვარდა სიო ფრთამალი,დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,უკვე მეორედ ყივის მამალი,მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს!ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,ბრძენი, მისანი, სულის თამადა?გაცამტვერდება მყის სალოცავი,მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:ვეღარ უშველის დაღუპულ იმედსვერავითარი ლოცვა_ღაღადი,მოკვდება ღმერთი თუ ახლა ვინმემარ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!უნდა ვითავო ეს უმძიმესისაქმე _ გავიღო მსხვერპლი საჩინოუნდა გავწირო კაცი _ იესო,ქრისტე _ ღმერთი რომ გადავარჩინო!ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი..და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარსდა ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!