↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იყო არაბეთს

ქვლივიძე მიხეილ

2026-07-181 წთ საკითხავი5518 ნახვა

—
„იყო არაბეთს“... არაბეთსარა ყოფილა არავინ!საქართველოში იმხანადხელმწიფედ გვყავდა თამარი,მგოსანიც გვყავდა — პირველიწარჩინებულთა სიაში,მაგრამ ეს კაცი რატომღაცცხოვრობდა... პალესტინაში!
„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!რისთვის დასჭირდა ქარაგმა?ვეფხვივით აულაგმავი,ნეტავ რა ძალამ ალაგმადა საქართველოს მაგიერ(ისეთი რა შეეფეთა?)რამ ათქმევინა ქართველ კაცს:„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!
რამ წაიყვანა უცხოეთს?ვინ აუბნია გზა-კვალი?ისეთი მტერი ვინ ჰყავდაულმობელი და მზაკვარი,რომ კაცი, ცამდე მართალიღვთისა და ერის წინაშე,გადააგდეს და დაკარგესშორეულ პალესტინაში?!
„იყო არაბეთს“... არაბეთსარა ყოფილა არავინ:საქართველოში იმხანადმეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!
ქვლივიძე მიხეილ

ქვლივიძე მიხეილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი