პოეზია · ლირიკა
ქარაგმა
წიწილა გამოამტვრევს კვერცხს,როგორც დილეგსდა ფილტვებს აივსებს აისით, _აისისკვალდაკვალივლის დაირბენსთავისუფლება და ხალისი...მე კი ვივიწროვებ ოცნების გარსს,სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს,ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგასდა დირიჟორივითჰორიზონტს განაგებს.სიცხის საზომივით გატეხილ ღამესვერცხლისწყლის წვეთებადეფანტება ჩემი ფიქრები, _ისევ ველოდები უებარ წამლებსდა დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.იისფერდება ყორანივით შავი კარსანი,ლილისფერდება მცხეთის მინდვრები...შენ, სულო ჩემო, წიწილასავითმწუხრიდან როდის ამოფრინდები?!_ თენდება! _ ჩხრიალებს იმედის ღელედა თავქვე მიდენის ბატებივითფარფატა ნისლებს,მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს,რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.
რწმენის ნაჭუჭიდან გავყურებ გზასვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულქარაგმებს,ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგასდა დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.