პოეზია · ლირიკა
უფლისციხეში ნაპოვნი ლექსი
“მიწა იყავ დამიწად იქცევი” -ასე ჩამძახეს ერთხელ.არ დავუჯერეწინასწართქმულიწინასწარმეტყველ ღმერთებს.
წინ დავაბიჯეკვერთხი რკინისაგზა საუკვდავო ვძებნე.ბევრი ვიარე,სად არ ვიარე,მთებზე, მინდვრებზე, ზღვებზე...
ვერ გავექეციმიწის შავ ფრჩხილებს,ვერ დავემალე ვერსად,მიწას ერთხელაც ვერ ავაცილეგულის მოთქმა და კვნესა.
ბევრი ვიარე,სად არ ვიარე,და როს ვიგრძენი დაღლა,ტკბილად მივწექიგულცივ მიწაზე,ჰოდა, მიწა ვარ ახლა.