↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკანასკნელი "მეფაიტონე"

ფოცხიშვილი მორის

2016-06-121 წთ საკითხავი8535 ნახვა

—
ბუბა კიკაბიძესძველი თბილისი ისევ მიგონებს,ნისლივით ჩნდება დარდი, _ერთ დროს პირველი მეფაიტონექუჩაში ფეხით დადის...ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,გულო, გაუძელ ტკივილს, _წვიმა მოსულა, არვის ეგონოს,გაყიდულ არღანს ვტირი.`ფანჯარაში მტრედია...”მზეზე ვთბები და ხშირად ვისვენებ,რაღაც მინდოდა მეთქვა...ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე,რატომ მოვედი თქვენთან...არც ფაიტონი, აღარც ცხენები,რატომ არაფერს მეტყვით...სად მიმაქროლებს ჭენებ-ჭენებითწუთისოფელის ეტლი?!`ფანჯარაში მტრედია...”მივდივარ... ძნელი ყოფილა წასვლა,მშვიდად ვისტუმრებ ვალებს...უკანასკნელი სიმღერის ფასადუკანასკნელად დავლევ...მივდივარ... მიმაქვს ჩემსავით ძველიდარდის გუდურა გრილი...უკანასკნელი ყარაჩოღელიემშვიდობება თბილისს.`ფანჯარაში მტრედია...”

ფოცხიშვილი მორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი