პოეზია · ლირიკა
*** "ღამდება"
ღამდება,კედლისვუყურებ ჩრდილებს,ბებერ ბზარებზე მზე წითლადჩადის,ასეა ხოლმე,მშობლები რომ ტოვებენ შვილებს,ასეა ხოლმე,მეორდება იგივე კადრი...დე,სიზმრად გნახეწუხელის ერთხანს -დროში სიჩუმის იდგა ტიხარი,მინდა მეთხოვა, დარჩენა ჩემთან,თუმც ვერაფერი ვეღარ გითხარი...ვწუხდიროდესაცარაფრით მენდე,სახლი ათასი სევდით დავტოვე,და დედაჩემის სურათიც კედელსშემორჩა ხატად და სიმარტოვედ..ძველი ხის კარი..ძველი ურდულით..ეს გზა,ქარებმა ქროლვით აიკლეს..ჩემი სული კი როგორც ბუმბულიისე მიჰყვება დროს არსაითკენ..ამ მოსახდენი ამბების მიწყივარჩევანია ყოველთვის მკაცრი,მე კი კვლავ მჯერა იმ ერთი სიტყვისრასაც ვერასდროს ვერ ამბობს კაცი..ხედავ ?ამ ცაზე დატეხილ ელვას,ანდაც ამ ციდანვარსკვლავის ვარდნას,მე ახლაც ვფიქრობ,ვფიქრობ და ვღელავსხვა ყველაფერზე დარჩენის გარდა..შენც,ნუ მომისმენწასულს ხელიდანამ სულს აღარ აქვს ძალა იოტისხვა ვერაფერი ვერ მიშველიდაროცა სახლიდან გამოვდიოდი.გარდა წასვლისა..