↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აი, ამ იის დილისფერ ღიმილს

ხალვაში ფრიდონ

2015-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
აი, ამ იის დილისფერ ღიმილსდა ათასი წლის შორეულ ტაძრებს,რაც რომ მე მთლიან სიცოცხლედ მიღირს,მარტო შენ გაძლევ, მარტო შენ გაძლევ.
გაძლევ აი ამ ალვებს და ნაძვებს,სიცილ-ტირილებს და ხვევნა-კოცნებს,იმ დაკარგულსაც ყველაფერს გაძლევ,დღეის ნაპოვნსაც ყველაფერს მოგცემ.აი, ამ ცაში ნავარდა ფრთოსნებს,ჩემთან ნაქროლი ქარები რომ სვეს,და ფრთებით ლურჯი ზეცანი კაწრეს,ყველაფერს, რასაც გულში გავივლებ,აქ მიმოკრეფილ მინდვრის ყვავილებს,ერთად შეკონილს, მარტო შენ გაძლევ.
1997
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი