↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სანამდე არმაზს

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20034 ნახვა

—
სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები,და მათ ყმუილზე იბზარება ძველი ქვიტკირი,ოპტიმალური ვარიანტი ჩემი ცხოვრების -მხოლოდ სიკვდილი!ვიმეორებ:მისთვის სიკვდილი!ავარდა კვამლი ღრუბლის ცისფერ სამრეცხაოებს!ღარიბი დედა ჯაფას უძლებს ბალღის ტიტინით…და ერთადერთი მართალი გზა ბიჭის ცხოვრების -მისთვის სიცოცხლე!ვიმეორებ:მისთვის სიკვდილი!
ქართლის ტყეებში ძველებურად კრიფე მოცხარი!კვლავ შეახიე ველურ ეკალს ბლუზა სატინის!იცოცხლე ასე! ოღონდ სანამ გქვია ცოცხალი,ერთი აზრი აქვს შენს სიცოცხლეს:მისთვის სიკვდილი!..
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი