↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წყალსაც წაუღია!

დეკანოზიშვილი ნუციკო

2025-08-121 წთ საკითხავი1995 ნახვა

—
შაოსანი სპლინი მე მაინც მაგიჟებს,გეძებ და გპოულობ _ ლაღს და აუგიანს,ამოგიჩემე და გაგხადე სამიზნედ_ უშენო დღეები წყალსაც წაუღია!ეეე... როგორ დაბერდი,ბიჭო, რა მოგსვლია...მივყვები უშენო დღეების ქარავანს,მთვარე დღენაკლული _ წვიმების ლოთია,მაბნევ და შენს გზებში ვპოულობ სამალავს...ახლა სტიქიურად მშვიდი და ფლიდი ვარ,მოზომილ ლექსიკას გახვევ და გამუნჯებ,საზღვრებს ვცილდები დამივდივარ, მივდივარ,ზღაპრებში მივყავარ წრეგასულ ფასკუნჯებს...თვალში რომ ჩამხედე,ხომ გახსოვს, თავხედო,ბავშვობას ვნებები მხარზე გაუდია...ერთი სისულელის უფლებით ვსარგებლობ_ უშენო დღეები წყალსაც წაუღია!
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი