პოეზია · ლირიკა
ჭერმის ყვავილებთან ფიფქები
ჩემს ბაღში ჭერამი-ქათქათა- ჭურვივით აფეთქდა!ამისდა მიხედვით,და, მიუხედავად ამისა,უშენო დღეებიგულწასულს მიზელენ საფეთქელსდა ბედნიერებაცგრაფიკში ჩამისვეს გაისად.
გარეწარ სატკივარსმეცო-სოპრანოთი მივკივი,ქარები ექოებსსამყაროს კიდემდე აწვდენენ,მუნჯი კინო ხარ დამოგყვები ბოლოში ტიტრივით,"ჰეფი ენდ"-ს გუაშისტონებით ვასრულებ საჩვენოდ,
და ამის მიხედვითჭერმის ოცნებები ყვავიან,და, მიუხედავად ამისა,შლეგურად გათოვდა,წვიმები გვიცდიან,წვიმები რიგებში არიან,და დაასველებენ ერთ-ერთსჩვენ ორთაგანს-საცოდავს,
თენდება... ალიონს მამალიმესამედ გაჰყივის,იჯერებ, რადგანაც აქამდეარასდროს გჯეროდა,და, მიუხედავად ამისა,მე ვხდები დაღლილი,და, ამის მიხედვით,შენ თვალებს აცეცებ ჩეროდან,
თენდება... თეთრ ბაღშიპოლარულ ღამეებს მირღვევენ,ალიონს ვაბრალებ...არადა, შუაში შენა ხარ!ჭერმის ყვავილებთანფიფქები ხატავენ სიმღერებს,სხვა კი არაფერი-მხოლოდ ეს მინდოდა, გენახა.