↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძირები მაინც...(ადელის სინდრომი)

დეკანოზიშვილი ნუციკო

2026-07-181 წთ საკითხავი2002 ნახვა

—
თუ დამიჯერებ(უნდობლობის საბაბი არ გაქვს),თუ დამიჯერებ, მოვკვდი, ანდა,მომჭრეს ფესვებთან,მოვკვდი, და ასე დავატარებ ყვავილებს,რადგანვეღარ დადიან,-მოეკვეთათ თეთრი ფეხები.ვიგონებ მიზეზს,-ყოველ დილით ისევ ადგომის,ვიგონებ მიზეზს (დამიჯერე),რომ მოგიგონო;ალილუია მოგაძახო,-ქრისტეს აღდგომამოგახარო და, მოგეფერო,-რამე ვიღონო.მონატრებიდან.ქალაქებზე გავლით.შეხებით.სიტყვებით.თავის დაკარგვამდე.ადელ ჰიუგოსგაფრენილ სულზე შეახოცესერთხელ ფეხები...და მერე, ჭკვიან ფსიქიატრებსასე მიუგო:გთხოვთ, სურათები მომიტანეთ, მისი,მუსიე...მე დავატარებ ყვავილებს და,მექალაქიდანშენქალაქამდეგადავდივარ ტყეებს-უსიერს,გვალვებია და,მიჭკნებიან ასე, რად გინდა.თუ დამიჯერებ,-ერთად ვცხოვრობთ(უხმოდ ჩავსახლდი).დილა ღამემდე შენიანად,ღამე-დილამდე.გწერ ჟამკარ-თავგზაარეული,ვყვირი სახალხოდ:ძირები მაინც დამისველე,თავს ვერ ვიმაგრებ!
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი