↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღაწვზე ხალივით

დეკანოზიშვილი ნუციკო

2026-07-181 წთ საკითხავი2000 ნახვა

—
ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილაღაწვზე ხალივით-დამისაკუთრა, როგორც ქალი- შეშლილმა მამრმა,არ მიშვებს, არა!კარში ჩადგა-ნაპატივები,და საჩუქარიც მომაჩეჩა-დეპრესია-ყვითელი ქარვა...
მან ჩემი თეთრი მონუმენტი უნდა აღმართოს.
კალატოზობა დაიჩემე შენც, ჩემო თერძო,და საჭრეთელიც მოაყოლე, როგორც როდენმა,რუხი ჭინჭები შემოაცვი სვეგამწყრალ სეზონს-მაინც არ ჩანდა მზე, არ იყო-ცერცვისოდენაც...
ღალატებივით დააქვს ზაფხულს ცოდვების სკივრი,და ქვადქცეული მარტოობა ტანჯავს სიზიფეს,მწვერვალზე ლოცვებაპყრობილი ირწევა მწირი,წრეზე სიტყვებით დანთებული ცეცხლი გიზგიზებს,
ვდგავარ სიყვარულაყრილი და, რატომღაც, გტირი...
როგორ გაზრდილა მარტოობა, ფეხქვეშ განრთხმულაქვაკუთხედივით,შევდგე უნდა, უნდა ავფოფხდე,წახნაგები კი ხელისგულით გავაპრიალო,ღალატიანო!მოგწვდე, იქნებ, თავბრუდახვეულს,და საფეთქელთან გიჩურჩულო:დააგვიანე...
თავზარდამცემად ყმუის ყურთან შენი სიყალბე...
ეს ქვადქცეული მარტოობა როგორ გაზრდილა,ღაწვზე ხალივით-შენ რომ გიყვარდა.
დეკანოზიშვილი ნუციკო

დეკანოზიშვილი ნუციკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი