↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისეთი ლექსი

გაფრინდაშვილი ვალერიან

2010-11-121 წთ საკითხავი6352 ნახვა

—
ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი,არ მიძებნია მეტი ქონებადა ლექსის გარდა არავითარიმე არ მხიბლავდა სხვა შთაგონება.ისეთი ლექსი დავწერო მინდა,რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერამსურს დავიფერფლო, ვით ცეცხლი წმინდადა ეს იქნება გედის სიმღერა.ჩემი ცხოვრებ არის ლოდნი,ამ აგონიის და ამ სიმღერის.რამდენი წელი დღე რაოდენივიყავ მძენელი იდუმალ ფერის!მე აღარ მინდა მეტი წვალება,სულის და ხორცის ყოფაზე ზრუნვა,დღეთა კოშმარი ცეცხლისთვალება,რითმების ძებნა სიტყვების ბრუნვა!კმარა! გათავდეს მწველი ამბავი.უკანასკნელად ვიმღერო მინდა.ლექსი, ჩემს შემდეგ დასასტამბავი -ჩემი ანდერძი და სიტყვა წმინდა.და მაშინ ვიტყვი გულგაპობილი:- ბედო, შავპირო! გამიშვი ახლა!გულში ჩამიკრავსმიწა მშობელი,დამიტირებენ ვარსკვლავნი მაღლა.ისეთი ლექსი დავწერო მინდა,რომ არ დამჭირდეს კიდეც ცხოვრება,და მჟერა, ჩემი სიმღერა წმინდასამშობლო მხარეს ემახსოვრება.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი