↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაკლის ხე

გაფრინდაშვილი ვალერიან

2010-11-121 წთ საკითხავი6362 ნახვა

—
ხეებს შორის შენ გადიდებ, უჩვეულო,ეგ შენი ჩრდილი და სურნელი შეუდარებიყოველთვის მათრობს გამოუთქმელ დიდ ნეტარებითრჩეულთა შორის მზის ნადიმზე გამორჩეული
დედამიწაზე მარალიტის ცად დაფრქვეულო,გიყვარს ზაფხული, გამჭვირვალე მისი დარები,ყველაზე მეტად შენ შენ სოფელი გიყვარს ღარიბი,ცხელ ქვეყნებიდან ჩვენს მხარეში ძმად მოწვეულო!
შენს მძლავრ ფესვებთან წყაროების ტკბილია ცემა.შენი ნაყოფის რარიგ გიყვარს ფერო და გემო,თვითონ მზეს ხიბლავს შენი მწვანის ტკბილი სურნელი.
ტყის მეფეს გავხარ და სნებათან ხარ გამკურნელი,შენი ფოთოლი მირჩევნია ალვის ხის ფოთოლსდა შენი ტანი - მინარეთის სალოცავ გოდოლს.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი