↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და ნიკალა

ცხვედიაშვილი მარინე

2001-08-121 წთ საკითხავი881 ნახვა

—
მარტის ქარებმა მიმშობიარესდა ერთით მეტი სულელი გყავარ,ვით ლომის ლეკვი გლოკავ იარებსდა ვეკრძალები კუდსა და ყავარს.მხარის საქცევად, როგორც სულეთში,ვიცი დამყრიან გზაზე მუხუდოდ,_ აბა ამ ვერაგ საუკუნეშიროგორ გაძლოსო კაცმა უკუდოდ.ქარის მოტანილს ქარს რომ ატანენ,ჩვენ ვიღას გავყვეთ, ბიჭო ნიკალა,ვეცოტავები სიოდ სატანებს,ამომიკივლე სადმე გრიგალად.ან მირზაანის ცაზე დამხატენაქარიშხლევი, როგორც ურთხმელიდა მათქმევინე თუკი რა დამრჩასალოცავი და ჯერაც უთქმელი.მერე ხომხელთან ახლოს დამკიდე,ვერჩატეული ვერც ერთ ჩარჩოში,ან ჩემს გულზვიად მესთან წამკიდე,ან დამაბრუნე ქარის საშოში.სანამ დაგვყურებს ცა საფირონისდა ეს იმედიც სულ არ მიმქრალა,მაგ საუკუნის წამცხე მირონი,აიღე ფუნჯი, ბიჭო ნიკალა.

ცხვედიაშვილი მარინე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი