↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენი თვალები ამყვა ფრესკიდან"

ცხვედიაშვილი მარინე

2001-08-121 წთ საკითხავი880 ნახვა

—
შენი თვალები ამყვა ფრესკიდან,მოუსყიდველი, ხატის მადლივით,და სანამ შენზე ფიქრი შემშლიდა,უარგყავი და გაგინაპირდი.ბედის ნებიერ ქალთა ჯინაზედავუმეგობრდი გიჟმაჟ ამინდებსდა ახლა ჩემი ცრემლის სიმლაშეს,ალბათ, მარტოდენ მიწა გაიგებს.რა ვუყო სულში ამოზრდილ ტაძარს,ანდა კედლიდან გაქცეულ ფრესკებს,გაორებული სხეული მტანჯავს,და თითქოს ვიღაც მესამეც მეძებს.მაგრამ ერთხელაც თუ ჩამომგლიჯაქარმა ასკეტი ქალის ნიღაბი,მაშინ მიხვდები, ბედთან მორკინალსასეთი ტანჯვით რატომ მიყვარდი.

ცხვედიაშვილი მარინე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი