პოეზია · ლირიკა
საღამოს ბებო ძროხას წველიდა
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
საღამოს ბებო ძროხას წველიდა.რძე ჩხრიალებდა.ძროხა ბებოს ეფერებოდა.მე გაბუტული იქვე ვიჯექდა მესმოდა ბებოს ჩურჩული:- მოგიკვდეს ბებო, აგრიაა,ჩემო საწყალო,აბა რა მექნა,სარჩო ხომ გვინდა, ყუა ხოგვინდა, ე ფქვილიც ხო საყიდნელია,რო მოგამშიო, რას იტყვიან,ან ცოცხლები, ან ჩვენი მკვდრები,სხვა რო არა შემიძლია რა?სხვა უღური რო აღარა მაქვს?მუხლებში ძალა გამომელიაბებო გენაცვალოს! ნუ გეშინია,ეს ორი ძროხა ხო კიდევ გვყავს,გაგიჩენენ კიდევ ნიკორას,იქნებ ორივე სახარე იყოორსავ შენ მოგცემ,ორივ გაზარდე,და თუ ისინიც გაგიყიდო,მიწამ წამიღოს,ისედაც მიწაწასაღები ვარ...რძე ჩხრიალებდა.მერე შეწყდა.დაღამდა კიდეც,მერე შევედით მე და ბებო პურისსაჭმელად,ბებომ ლოგინი გამიშალადა ორივე ერთად ჩავწექით.