↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარად შენ მიმაჩნდე

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2026-07-181 წთ საკითხავი1846 ნახვა

—
მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით.ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელად,თავს მით შემოგწირავ მის სამარებით.
როს ვარდი მიშალე და მანდარია,ოხვრიდი, სწვამდი ბულბულს, და მან დარია;მკლამს ჩემი სალბუნი და მუნ დარია,ნუ მწყლავ, ნუ განმაგდებ სხვისა მარებით!
მე იგი ვარ ოდეს იმ არეს-არა,არ ჰჭირს რიდი, ამ არეს არა,[..............]მე სხმად მიცნა, სხვისად ვით ამარებით.
ტან ალვადო, რხევით დაიარედა,ვინ გული უწყალოდ დაიარედა,შეიწირვიდი მკვდარს ბესიკს დაიარედა,ნუ თუ კვლავ მაცოცხლებ მითა მარები[თ].
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი