↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

2026-07-181 წთ საკითხავი1843 ნახვა

—
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!მე განგიცხადებ დანამალებსა!რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?რად მიჰყევ სხვათა ჭკუა-მთვრალებსა,ნებით მოშორდი მისათვალებსა?არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?
რადგან ძლეულ-ხარ შენისა ნებით,თავს რაღად მართლობ თანის-თანებით?ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით?რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?ხელი აიღევ მაგ სავანებით,შემწე იძიე ბანის-ბანებით!აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!რად გულს განიწონ საკვდად დანებით?სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!
მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,მას შვენიერსა, ტკბილ-ხმა უსულსა:შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,სიტყვას დაუფენს, ვითა ბუმბულსა;შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,ვარდ-თანა მივლენ კარ-დარაზულსა,მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა!მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!
თუ ნახო ვარდის კარნი ღიანი,ან მოგეგებნენ ნაზნი იანი,ჩემ მაგიერად იგი ჭკვიანინარგიზი ნახე, ქცევა-მზიანი;ესრე უამბე: იყავ სვიანი,ანუ სად ვვლიდე კეთილ-გზიანი?ვარდი მიკითხე, აგრევ იანი,მეცა გახსოვდე მცირე დღიანი,მომიგონებდე ფერ-ნამკრთალებსა!
გარდმოუტევე თვალთა მდინარე,პირველად ჩემგან გულ-მომდინარე.სალამი ჰკადრე არ საწყინარე,ეს შენათვალი მიუწინარე;მეცა ვიყავ-თქო თავ-საჩინარე,ადგილი მქონდა დასაბინარე!გირჩევ შეგბრალდეს გულ-ნამტკინარე,აწ შეიწყალე ანამტინარე!მანტორ გაბრალებ ფესვით ბრჭალებსა!
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)

ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი