პოეზია · ლირიკა
მე შენი მგონე
მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო,მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!მე შენსა ყარიბს და მიჯნურსა მაქვს სავალალო.ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირსაროს,შენნი უწყალო ჰინდთ ლაშქარნი გარ-შეისაროს,მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი:რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის: ყმაა თუ ბერი.რა გიამების - არვინ იცის: ვსცან ვერა ვერი!დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,რა მზის სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!ვა ჩემსა ბედსა! იცი, მე ვარ სულ მიწურვილი;მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?!ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!მე შენმა თვალმა გარდმიბირა, როს გნახე მთვარე:შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე.შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე,ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!შენი მიჯნური რად დამაგდენ, შეუბრალალო!