↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევსურები

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25570 ნახვა

—
არ დასდგომიან მომხდურს მსახურად,სულ მზისკენ ჰქონდათ გაჭრილი კარი,სჯეროდათ ეშმა და მაძახურაისევე, როგორც ლაშარის ჯვარი.
მდინარის ლოდზე დაშნებს ლესავდნენ,უყვარდათ ჯდომა უბელო ცხენზე,ვეება ჯვრები ეხატათ მხრებზედა ყვავილისაც სწამდათ მზესავით.
იმედი ჰქონდათ აღმოსავლეთის,ელოდებოდნენ ფარსმანის მოსვლასდა თავს ერჩიათ წაწალის კოცნა-თავის სიტკბოთი და სიმწარეთი.
ასეთი იყვნენ-გინდ ბისოელნი,გინდ არხოტელნი და გინდ როშკელნი-ნაშიერები ცხელი ბოსლებისდა მემკვიდრენი ცივი კოშკების.
იყვნენ და გაქრნენ... მაძახურებმაამოიკუპრეს პირიც და თვალიც.ძველი, ბებერი ცა იხურებადა იკარგება ხევებში კვალი.1954წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი