↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 132 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
მიყვარს, როდესაც მიბრალებენ შენი თვალები,მაშინ ვმშვიდდები თანაგრძნობით პატივნაცემი,რადგანაც შენს გულს არასოდეს არ ვებრალები,მიტომ ჩაიცვეს მაგ თვალებმა შავი ძაძები.ისე არასდროს არ ეცვლება ცასაც იერი,როცა მნათობი აფერადებს ცას მოკრძალებით,ისე არასდროს არ მშვენდება დასალიერიმწუხრის ვარსკვლავის დიდებული ამობრძანებით,როგორც შენ სახე დაგიმშვენეს ჩემზედ მოზარე,შავმა თვალებმა – ჩემი ბედის ჭირისუფლებმა.შავი თუ გშვენის, დაე, გულსაც ძაძა მოსავდეს,შენს გულცივ გულსაც მიეც ჩემზე გლოვის უფლებამაშინ თამამად შემეძლება, ჩემო ხატებავ,მშვენების ფერად, შავი ფერის გამოცხადება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი