↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 132 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
წყეულიმც იყოს ამა ქვეყნად შენი გაჩენა,გულიც მომიკვდა, ამერია შენით გონებაც,მაგრამ ტრფიალმა მარტო მე კი არ შემაჩვენა,ჩემი ძვირფასი მეგობარიც შენ გემონება.საკუთარ თავთან ვერ ვპოულობ უკვე მსგავსებას,ჩემს მეგობარსაც გული შენით გასწამებია,ისიც დავკარგე; შენც დაგკარგე, ჩემი არსებაც,სამჯერ დავობლდი, კაეშანიც გამსამებია.გულში ჩამკეტე, ტყვე ვიქნები შენი მარადჟამს,ოღონდ მეგობარს დავუდგები შენთან თავდებად,თუ სამუდამოდ დამაყენებ მასთან დარაჯად,ჩემი წამება მხოლოდ მაშინ თუ გათავდება.თუმცა რასა გთხოვ შენმა გულმა დამაპატიმრადა აღარასდროს გამომილევ, ალბათ, სატირალს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი