პოეზია · ლირიკა
სონეტი 134 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
უკვე საჯაროდ ვაღიარე, რომ ის შენიადა მეც ვარჩიე გირაოში შენთან დარჩენა,მინდა მევახშეს შემოგწირო რაც დამრჩენია -ჩემი იმედის და მეგობრის გადასარჩენად.მაგრამ ტყვეობა მეგობრისა აღარ თავდება,არც შენ ელევი და გაქცევა თავადაც არ სურს,როგორც მევალეს ის დამიდგა შენთან თავდებადდა სათნოს სული სამუდამოდ მოგანდო ავ სულს.შენი ტყვეობა რადგან მართლა მშვენიერია,მოძმე წამართვი და დაარქვი მასაც მძევალი.ორივ ჩვენგანის უბედობა შენმიერია,შენ მომისაჯე სიმარტოვე და საწყევარი.იგი ჩემს ვალსაც გადაიხდია ადრე თუ გვიანდა მაინც, ვიცი, სამუდამოდ შენი ტყვე მქვია.