↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 13 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
ვაგლახ! ამ ქვეყნად საუკუნოდ ვერ დასახლდები,ამ საწუთროში დასრულდება შენი არსება,მაგრამ აღსასრულს შეუპოვრად მაშინ დახვდები,თუ შთამომავალს უანდერძე შენი მსგავსება.მაშინ მშვენება, ზეცისგან რომ სესხად მოგეცა,კი არ დაჭკნება, ხელმეორედ გაიკვირტება,სიკვდილის მერეც შენი სული ფრთებს არ მოკეცავს,და შენი შვილით უკვდავება დაგიმკვიდრდება.თუ არ მივხედეთ ტაძრებიც ხომ დაიშლებიან,გადიქცევიან უპატრონო ნასახლარებად.ვერ გაუძლებენ ზამთრის დღეებს ქარიშხლებიანს,სიკვდილისა და ბოროტების გასახარებლად.და თუ სიცოცხლე გინდა გქონდეს დაუშრომელი,-მამ ხომ გყავდა, შენც იყავი სხვისი მშობელი.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი