↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 129 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
ვნება ავხორცი იწვევს გრძნობის გამოხუნებას,ის ურცხვად ფლანგავს და ამჭლევებს სულის დიდებას,რადგანაც ასე მზაკვრულია მისი ბუნება,ალბათ ველური არც მკვლელობას დაერიდება.როდესაც ვნება დაცხრება და დაიღვენთება,სტოვებს ზიზღიან მოგონებას, როგორც სამდურავს,მერე კი ისევ სულში იწყებს ალის შენთებას,როგორც ანკესი მოგდებული მუხანათურად.აღზევებული გონგადასულს დაედარება,დადევნებული მსხვერპლზე ჟინით დაუფარავით,ასე ყოფილა ვნების ხვედრი – ჯერ ნეტარება,მერე კი ფუჭი ოცნებები სავსე ვარამით.ხომ კარგად იცნობს კაცთა მოდგმა ვნების ბუნებას,რაღატომ მისდევს ჯოჯოხეთში ციურ ცთუნებას.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი