პოეზია · ლირიკა
Fatigue - დაღლა
თოვს და საწოლი ივსება სისხლით,( რით ვერ დაღამდა ),თეთრი გაშავდა და სადღაც ნისლში მძიმე სიკვდილითკვდება თვით კვდომა და ჩემს სურვილს ფიფქი გაფანტავს,როდესაც ჭერში თოვლჭყაპივით დაღვრის სირცხვილიფეტიგს, და ფეტიშს, ითამაშებს თვითონ სიცოცხლე,ქვა ისაუბრებს და ჩემს ტაძარს სწყდება ლოცვა დაგუმბათებს ხდიან ნამუსივით,ჯვარი მომიკლეს,სველი თითები ჩამომრეცხეს ( რომელ მლოცავდა ).და ახლა მკვდარი ქალწულების სასაფლაოზემომივლის ქარი, უპატრონოდ მზისგან დატოვილს,მომეცი ხელი, და ის სუნთქვა თან გამაყოლე,ჩემი საწოლი ვერ გაუძლებს ამდენ დათოვლილს.თოვს და თეთრეულს არღვევს წყვდიადი,როგორც უბიწოდღეები, დარდად ცვდება სხივი და განთიადიხდება მძიმე და მიწისფრად ზოგჯერ უმიწო.