პოეზია · ლირიკა
ავტოპორტრეტი
სარკედა თმები თითქოს უფეროსარკეშიჩემმა სულმა მხოლოდ ბავშვობა დაიმახსოვრალურჯი ველებიდა მწვანე ზეცის გამოცხადებაყვითელ დილებით.ნაფეხურები დაფიფქულ გზებზედა ახლა მზერით მზის გაცილება . . .ხელისგულებში მოქცეული თვალები შემრჩნენუხმო ცრემლებადდა უგემური ღამეებით გავხდი მაძღარიშემიმსუბუქდა ყველა სიმძიმედამძიმდა, რაც კი იყო მსუბუქიერთფეროვნებადა წუთის ფასი.მაგიდაზე ოჯახი დაიქცადა მეზობლებმა დაღვრილი სითხითხელნი იბანესჩამოვკლავიშდი უროიალო ოთახის გულშიდა უფორმო უსაზღვროებაშიწრედ გადამაქციესმხოლოდ სიტყვით დარჩა ალერსიდა ხის მსგავსად თოვლში გათოშილსისევ დათბობამ გადამარჩინაიყო ეკალი - უვარდოდარცერთი ვარდი არ ყოფილა ეკლის გარეშეაღდგომისფერი გოლგოთით დავკუზიანდიდა ველოდები იმ სწორ სამარესრომლითაც არვინ გასწორებულადროს არ ვყოფნიდიმიმართულება ვიყავიდა ფანჯრებიდან წვიმასავითველოდებოდი გაფერადებასახლა სარკეშიორი ჩამოშვებული მკლავიდა დაღამებული ტუჩების გაფითრებულიმღელვარებააშეჭმული მიწის თანდაყოლილი გემოდა დაცვენილი თმების აღარ აკრეფვის სურვილიდამამახსოვრდა პოეზიადა არაფერიდამრჩა ისეთირასაც დავკარგავდა მეწყინებაახლა სარკეშივერგადათვლილი ლოდებია ზურგზედა თითქოს კლდე ვარხელოვნებით ნაკარნახევი.