↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენი სხეულის შვილი

გვინინა (ნანა ჭკუასელი)

2011-12-211 წთ საკითხავი780 ნახვა

—
მე ახლა შენი სხეულის შვილივდგავარ და მოვთქვამ,მევსება ფიქრი უარყოფილ აზრთა სიმძიმით,შენს ტანზე ვიყრი აფეთქებულ კვირტებისმოდგმას,ვანაცვლებ წერტილს ზურგმოხრილი ,დაღლილი მძიმით.მე შენი ტანჯვის მომრჩენელივარ აღსარება,კანზე მირონად გეფინება სულის სიამე,ყოველი ბგერა შენში იქცა რკინის ზარებად,ჩამოეხსენი მაგ ჯვარიდან,რამე მიამბე.მე ახლა შენი სხეულის შვილივდგავარ და ვიბრძვი,რომ არ გაგტეხონ,ხის ნაფოტებს ხეთქენ ქარები,კლდის პირს ხელს თუ მკრავგავიშლები დამაინც ვიტყვი,შენს შიშველ გულზე საბანივით დაგეფარები.სისხლის ღარებად გეღვლიფება ფიქრი სახეზე,მოვალ და მხრებზე მოგაფარებ რიდეს სიმშვიდის,და დაიჯერე, რომ სიშორით კი არ გაქეზებ,უბრალოდ, ასე სხვანაირად მესმის სიწმინდის ( არსი ).
გვინინა (ნანა ჭკუასელი)

გვინინა (ნანა ჭკუასელი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი