↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს დალალს გაშლილს

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-182 წთ საკითხავი3127 ნახვა

—
მათ ვინც მე მიყვარს,არ სჭირდებათ არავის დაცვა,მათ ვინც მე მიყვარს,სიზმრებიდან ვეამბორები...თუმცა სიშორემ თბილისურმა,ლამის ჯვარს მაცვა.და დამავიწყა შენი სავსემკერდის გორები.
არ მახსოვს სუფრა შენსეზოში გაშლილი გული...არ მახსოვს მზერაპატარძალის, ფაიტონიდან.აქ მხოლოდ მზეა...ევროპის მზე, ძმად რომვიგულე...მაგრამ ჩამოვალ და ერთკოცნას მაინც მოგიტან.
რა გამაჩნია?რა გამაჩნდა?ან რას ვაგულებ?!ამ საუკუნეს, მტკვარზემღვრიეს, თანაც საჩემოს...გული კი არა?! ბომბიმიცემს ახლა საგულეს,რომ ვერ გიყურებმამაჩემო!დადედაჩემო...
ჩემი ცხოვრება შეიცვალა,ბედმა მაჯობა...ვერ გაგახარებთ და ვერგეტყვით დავბრუნდებითქო.გთხოვთ მაპატიოთ...მაპატიოთ ყველა ქაჯობადაყველაფერი, ყველაფერიმინდა შემინდოთ.
არ მახსოვს შიშიშენს თვალებშივულკანის ლავა...არ მახსოვს ერთად,რომ ვიყავით, თუვოცნებობდით?!ავად ვიყავი...რად ვერ მიხვდი?საშინლად ავად.შენ მაცილებდი ცივიმზერით,მძიმე ჩემოდნით.
მე სული დამრჩა მეტეხსადაანჩისხატს შუა...შენი სურნელიც თანგამომყვა...საუბედუროდ.ვიყო მხატვარი...დავასხავდი შენს ხსოვნასგუაშს,არ მინდა საბნად სიყვარულიჩემი გეხუროს...
რამდენმა ქარმა ჩაიარა?!ნახევარ წელში...ან რამდენ ტანჯვასდა წამებასდროგანახებდა?!სახე წავშალე...ცრემლებს შენსას,ვერაფრით ვერ ვშლი...დაგელოდები...ყვავილებთან...და ბალახაბთან...
ღმერთმა დაგლოცოს...პატარავ და ცნობისმოყვარევ,ღმერთმა დაგლოცოს...შეურყვნელი შენი ასალით.მე კი დამმარხეთ!მუჭითმიწა შემომაყარეთ!უკანასკნელად...ლექსის წერაოღონდ მაცალეთ...
რამდენმა ქარმა ჩაიარა?!ნახევარ წელში...ვერა რა წაშლის!ვერა რა წაშლის!ვერა რა წაშლის!ჩემს ხსოვნაში,შენს დალალსგაშლილს.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი