↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მთები ერთმანეთს ეჯახებიან"

აბესაძე ანზორ

2006-07-121 წთ საკითხავი624 ნახვა

—
მთები ერთმანეთს ეჯახებიანრქების ჯახანით, როგორც ჯიხვები;მზეს სიხარულის ოხვრით ხვდებიანდა ცის სიყვარულს გულში იხვევენ.ბრაზით უნგრევენ ერთმანეთს ზღუდესდა როცა ბრძოლა დევებს ამკაცრებს,ზეცა შუაში ჩაუგდებთ ღრუბელს,ვით ქალი მანდილს ქართველ ვაჟკაცებს;და სცილდებიან ერთმანეთს ისე,როგორც ქარაფზე მდგარი ჯიხვები,თვალს მოკრძალებით აპყრობენ მზისკენდა ცის სიყვარულს გულში იხვევენ.

აბესაძე ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი