↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მამა

კალანდია გენო

2002-07-121 წთ საკითხავი1434 ნახვა

—
აქ არის ჩემი ცისფერი სახლი,აქ ცხოვრობს ჩემი კეთილი მამა,ეზოში დარბის ნაცარა ძაღლიდა უყეფს ღამეს და მთვარის მამალს.ო, მამაჩემო, გაშალე შუბლი,შე ხარის გულო, აიღე ჭიქა,მე გიმკურნალებ ფაზისის შუქით,მე აქაური წვიმები მიყვარს.მე სამეგრელოს მინდვრების ფერითვალებში ჩამრჩა, ვით დიდი განძი,და ბავშვობიდან სახის იერითმე აქაური მეცნობა კაცი.ო, მამაჩემო, აანთე ცეცხლი,გახსენი სულის შვიდივე ბჭენი,ავწონოთ ჩემი ოქრო და ვერცხლი,ზედ მივაწეროთ სახელი შენი.მე სამეგრელოს მიმიღებს მიწა,თუ მეღირსება სიკვდილი მშვიდი,მე სიზმარს ვხედავ: მოხუცი ძიძაგამოსალოცად ილორში მიდის.მე არ მეკუთვნის მიქავას ხმალი,მაგრამ მე პასუხს ყველაზე ვაგებ,მე გუშინ ვნახე მეგრელი ქალი,ცისკრის ვარდივით გახსნოდა ბაგე.მე ვესალმები სალხინოს ნისლებს,მე ჩემთვის უცნობ სივრცეებს ველტვიდა ხაინდრავას ცხენივით ისევგასარბენი მაქვს ათასი ვერსი.მე აქაური მიწამლებს ჰავა,მე აქაური მერგება დაღი,აქ ცხოვრობს სამი პოეტის მამა,აქ არის ჩემი სამოთხის ბაღი.
კალანდია გენო

კალანდია გენო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი