პოეზია · ლირიკა
ვალი უფლისა
მიწაზე ვწერ და ცაში ვათეთრებ,მაგრამ სულ თოვლად მაცრის უფალი.რა წაგაკითხოთ: ძმებს და ქალღმერთებს,ვით შემოგკადროთ ეს ნასუფრალი...ლექსიც ქალივით აქეთ-იქეთობს,თუ დაიგულა გული ვნებული;სული როგორღა ამოვითეთრო _ბოღმა-ბალღამში ამოვლებული!..მორჩა! _ აწ ლექსს არ გაგაცრევინებდა არც კირსა გთხოვ, ვით კირითხურო,ოღონდაც, ერთხელ მეც მათქმევინე:რომ აქ ვწერ, მაგრამ... ცაში ვკითხულობ!..